ყველაზე ლამაზი ოსი - ,,მის ალანია 2019" გამოავლინეს
,,მის ალანია 2019"-ის ტიტულის მფლობელი ლოლიტა კაბულოვა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის ტელევიზია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამარჯვებული 18-წლისაა და ფულადი ჯილდოც მიიღო. კონკურსის შედეგები 2019 წლის 1 ნოემბერს გახდა ცნობილი.

ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსში მონაწილეობას 15 გოგონა იღებდა და მათ, გამარჯვების მოსაპოვებლად, 3 ეტაპი გაიარეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები