ახალი ამბები
გორში გიორგი ცაგარელის სიმებიანი ორკესტრისა და ნიკა კოჩაროვის ერთობლივი კონცერტი გაიმართა
გორში სპეციალურად არტარეა ფესტივალისთვის გიორგი ცაგარელის სიმებიანი ორკესტრის და ნიკა კოჩაროვის ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ,,Nika Kocharov & Zagareli Strings" 3 ნოემბერის 19:00 სთ-ზე გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზმა უმასპინძლე.

არტარეა - პირველი ქართული ციფრული არხია ხელოვნებასა და კულტურაზე.

ფესტივალი ხორციელდება Check In Georgia-ს ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერი: გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი; გორის მუნიციპალიტეტის მერია. მედია პარტნიორები: რადიო ქალაქი, რადიო კუბრიკი, AT.ge

Print

სტატიის გამოყენების პირობები