შიდა ქართლის ოთხ სკოლაში მანდატურის სამსახური შევიდა
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, მიმდინარე გაფართოების ფარგლებში შიდა ქართლის 4 სკოლაში შევიდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის საჯარო სკოლებში დღეიდან მანდატურის სამსახური ამოქმედდა.

ინფორმაცია მანდატურის სამსახურმა გაავრცელა.

„ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 575 საჯარო სკოლაში. მიმდინარე წლის ბოლომდე, მანდატურები კიდევ 13 საჯარო სკოლაში შევლენ. 2020 წელს მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 130 საჯარო სკოლა ისარგებლებს“- აცხადებენ უწყებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები