გორის 15 სოფელში გარეგანათების ნათურებს დაამატებენ
გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში გარეგანათებისთვის საჭირო ნათურებს დაამატებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ მიიღო.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო. გარეგანათების მოწყობის სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან, ერთ თვეში, ახალ წლამდე უნდა დასრულდეს.

განათდება შემდეგი სოფლების რამდენიმე ცენტრალური ქუჩა:

ბნავისი
ბოშური
თორტიზა
კარალეთი
კირბალი
ორთაშენი
სკრა
ტყვიავი
ხიდისთავი
პატარა მეჯვრისხევი
ძევერა
ახალუბანი
დიცი
ხელთუბანი
მტკვარწყალმშენი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები