გორში საახალწლოდ ლოლოების ქვეშ ირმების მარხილი ,,ჩაივლის"
გორის მერია საახალწლო მზადებას შეუდგა. ამისათვის 100 000 ლარი გამოიყო.

საახალწლო მორთულობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე უნდა იცოდეს, თუ რა უნდა შეისყიდოს გორელებისთვის:

მაგალითად, დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საახალწლოდ იყიდის 130 მანათობელ დიოდურ მილს ე.წ. ლოლოს, 50 ცალ ვარსკვლავს, 480 ცალ სტრინგის ნათურას თავისი დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით, მარხილს ირმებით, ტროსებს გასანათებლად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები