ხილის წარმოებით რეგიონებში შიდა ქართლი ლიდერობს.
ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.
საქსტატის მონაცემებით 2018 წელს შიდა ქართლის რეგიონში 91 000 ტონა
ხილი იწარმოა, 2017 წელს 15 600 ტონა, ხოლო 2016 წელს 69 900
ტონა.
შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად თესლოვან ხილს
აწარმოებს. 2018 წელს რეგიონში 75 200 ტონა თესლოვანი ხილი
მოვიდა.
რაც შეეხება კურკოვან ხილს გასული წლის მონაცემებით შიდა ქართლში 14
200 ტონა კურკოვანი ხილის წარმოება მოხდა.
შედარებით დაბალი მოსავალი მოვიდა კაკლოვანი და სუბტროპიკული ხილის.
2018 წელს რეგიონის მასშტაბით აწარმოეს 800 კილო კაკლოვანი, ხოლო 300
კილო სუბტროპიკული ხილი.
2018 წელს ქვეყნის მასშტაბით სულ 188 200 ტონა ხილი იწარმოა. ხილის
წარმოების კუთხით მოერე კახეთია, გასულ წელს რეგიონში 33 900 ტონა
ხილი მოვიდა. ბოლო ადგილზე კი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია სადაც
2018 წელს მხოლოდ 2 ტონა ხილი აწარმოეს.
სტატიის გამოყენების პირობები