პოლიციის მანქანის ,,გატაცებაში" ბრალდებული უფლებადამცველების დახმარებას ითხოვს
ბრალდებული კახა წაველიძე საქმეში უფლებადამცველების ჩართვას ითხოვს, თუმცა დღეს ამის საშუალება არ მიეცა. სასამართლო პროცესი გადაიდო.

პოლიციელის მანქანის გატაცების ფაქტზე დაკავებული ბრალდებულმა qartli.ge-ს განუცხადა, რომ მას პოლიციელის მანქანა არ გაუტაცებია.

,,დანაშაული მე არ ჩამიდენია. ვითხოვ ისეთი ადამიანის ჩართვას ამ საქმეში, რომელიც სიმართლის გარკვევაში დამეხმარება" - განუცხადა qartli.ge-ს კახა წაველიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია სიმართლე დადგინდეს.

სისხლის სამართლის განხილვის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. მხარეები საბოლო სიტყვისთვის ემზადებიან, თუმცა, დღეს, სასამართლო პროცესზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, ლექსო მერებაშვილი საქმეში ვერ ჩაერთო.

,,ჩვენ მზად ვართ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის ინტერესები დავიცვათ. თუკი, ბრალდებული ან მისი ოჯახის წევრები განაცხადებენ თანხმობას, აუცილებლად ჩავერთვებით აღნიშნულ საქმეში" - განაცხადა ალექსი მერებაშვილი.

კახა წაველიძის ადვოკატი მზია სიჭინავა ამბობს, რომ დასკვნით სასამართლო სხდომაზე თავის სიტყვას იტყვის ბრალდებული და ასევე ადვოკატიც.

იხ. ამავე თემაზე:

პოლიციის მანქანის გატაცების საქმე - რატომ მიიღო დაზიანება პოლიციელმა




Print

სტატიის გამოყენების პირობები