ახალი ამბები
ჭახრაკინა იგივე ცახარაჯინ - ქართლის ,,დედოფალი"
,,ჩემთვის ის დედოფალია ცომეულებს შორის. მას განსაკუთრებულად ქართლში ამზადებენ და ოსურ ხაჭაპურადაა ცნობილი" - ამბობს ნინო ძინძიბაძე. ხაშურელმა მზარეულმა qartli.ge-სთვის ჭახრაკინა მოამზადა და სურს, ჩვენს მკითხველს გააცნოს.

კულინარიით ბავშვობიდან არის გატაცებული. ამბობს, რომ განსაკუთრებულად ქართლური საჭმელების პოპულარიზაციას ეწევა:

,,ერთი შეხედვით ქართლური საჭმელები მარტივია, თუმცა ძალიან გემრიელი. დავიბადე ქართლში და ბავშვობიდან მიყვარს აქაური საჭმელები" - გვითხრა ნინომ.

მიუხედავად მზარეულობისა, ნინოს სამსახურიც აქვს საფინანსო ორგანიზაციაში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი. ის მილანში ერთ-ერთ რესტორანში ქართული რესტორნის შეფ-მზარეულად მიიწვიეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები