სანადიროდ წასული 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლოზთან მოხდა. სანადიროდ წასული მონადირეების ჯგუფს 32 წლის მამაკაცი ჩამორჩა, მოგვიანებით კი, ის გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია Qartli.ge-ს გორის მერის წარამომადგენელმა სოფელ ატენში ნუგზარ მძინარაშვილმა მიაწოდა.

არსებული იფორმაციით მონადირე 60 მეტრის სიღრმის ხევში იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. რა გახდა 32 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

Qartli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები