რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალი ნაძვის ხე გორში მოირთვება
22 მეტრის სიმაღლის ახალი წლის ატრიბუტი ქალაიქს მთავარ მოედანზე საახალწლოდ მოირთვება.

ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა საახალწლო აქსესუარების შესაძენად  ტენდერი უკვე გამოაცხადა.

12 მეტრიან ნაძვის ხეს იყიდის კასპის მუნიციპალიტეტი. ეს იქნება რეგიონში სიმაღლით მეორე. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა და ის გიორგი სააკაძის სახელობის სკვერშო დაიდგემვა. აქამდე კასპის მთავარი ნაძვის ხის ფუნქციას რკინის კონსტრუქცია ითავსებდა, რომელიც ნეონის ნათურებით იყო განათებული.

10 მეტრიან ნაძვის ხეს დადგამენ ქარელში ადმინისტრაციული შენობის წინ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნაძვის ხე 2015 წელს იყიდა. მანამდე კი მერიის შენობასთან მდებარე ცოცხლა ნაძვს რთავდნენ.

ბოლო ადგილი ხაშურს ერგო, 8 მეტრი სიმათლის ნაძვის ხე საახალწლოდ მოირთვება და ის დიმიტრი ყიფიანის სკვერში დაიდგმევა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები