,,პოლიციელის გვერდით ვიჯექი" - მოზარდმა დუმილის უფლება დაარღვია
,,პატიაშვილის გვერდით ვიჯექი“ - განაცხადა 18-წლის კახა წაველიძემ, რომელიც პოლიციელის მანქანის გატაცებაშია ბრალდებული. მანქანას კი, პოლიციელი გიორგი პატიაშვილი მართავდა.

მოზარდმა დღეს კერძო ადვოკატი აიცილა და მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. ამბობს, რომ არ იჯდა საჭესთან და, შესაბამისად, არ გაუტაცებია მანქანა. ის მანქანაში პოლიციის მაღალჩინოსნის პატიაშვილის გვერდით იჯდა. საჭესთან, სწორედ, პატიაშვილი იჯდა.

პროკურორმა ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხები წარადგინა, სადაც იკვეთება, რომ ბრალდებული მანქანაში იჯდა, თუმცა მანქანაში ყოფნას კახა წაველიძე არ უარყოფს.

პროკურორი აღიარებს, რომ საჭესთან და გადამცემ კოლოფთან (სიჩქარის გადამრთველთან) კახა წაველიძის ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ბრალდებულს ხელს ადებს მხოლოდ პოლიციელი პატიაშვილი და ასევე მიკროავტობუსის მძღოლი. მძღოლის თქმით, ამოყირავებულ მანქანიდან მხოლოდ მოზარდი ამოიყვანა.

წამოღებულ 25 ვიდეოკადრში კახა წაველიძე საჭესთან არ ჩანს, ჩანს მხოლოდ მოძრავი მანქანა.

 




იხ. ამავე თემაზე:

,,ვიწყებ ბრძოლას" - პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებული მოზარდის წერილი ციხიდან

პროკურორი: ,,არც კამერებში ჩანს ბრალდებული და არც საჭესთან ამოვიდა ანაბეჭდები"

პოლიციის მანქანის გატაცების საქმე - რატომ მიიღო დაზიანება პოლიციელმ

Print

სტატიის გამოყენების პირობები