პროკურორი: ,,არც კამერებში ჩანს ბრალდებული და არც საჭესთან ამოვიდა ანაბეჭდები"
გორში, პოლიციის მანქანის გატაცების საქმეზე, ბიოლოგიურ-გენეტიკური დასკვნითაც, კახა წაველიძის ბრალეულობა არ მტკიცდება.

პროკურორი ნათია კიკალია ადასტურებს, რომ საჭესთან და გადამცემ კოლოფთან ბრალდებულის ანაბეჭდები (ბიოლოგიური მასალა) არ ამოვიდა. პროკურორი იმასაც ამბობს, რომ 25 ვიდეოჩანაწერიდან არც ერთში ჩანს ბრალდებული საჭესთან.

18-წლის მოზარდს, რომელიც 2019 წლის 10 ივნისს, არასრულწლოვანი იყო, პოლიციელის მანქანის გატაცებაში ედება ბრალი. ბრალდებული ამბობს, რომ ის იმყოფებოდა მანქანაში, თუმცა მძღოლის გვერდით. მძღოლი კი, პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი პატიაშვილი იყო.

შეგახსენებთ, 2019 წლის 10 ივნისს, qartli.ge-ს ჟურნალისტმა ავტობანზე დააფიქსირა ამოტრიალებული პოლიციის მანქანა. მისი გადაღების უფლება სამართალდამცვებელმა არ მისცეს. პოლიციის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ არანაირ ავარიას ადგილი არ ჰქონიდა.

მეორე დღეს, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოზარდის მიერ ავტომანქანის გატაცების შესახებ.





იხ. ამავე თემაზე:

,,პოლიციელის გვერდით ვიჯექი" - მოზარდმა დუმილის უფლება დაარღვია

,,ვიწყებ ბრძოლას" - პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებული მოზარდის წერილი ციხიდან

პოლიციის მანქანის გატაცების საქმე - რატომ მიიღო დაზიანება პოლიციელ

Print

სტატიის გამოყენების პირობები