ახალი ამბები
,,ჩვენ ცენტრ ადგილებს ვასუფთავებთ" - გორელი მეეზოვეები
ზამირა და ფატიმა გორის ,,ცენტრში" მუშაობენ. ჭავჭავაძისა და სტალინის გამზირები მათი სამოქმედო არეალია. გული სწყდებათ, რომ მათი შრომა არ ჩანს და არ აფასებენ.

,,არ მიყვარს, როცა რაღაცას ტოვებენ. მით უმეტეს ჩვენ ცენტრში ვმუშაობთ. ერთ ადგილას დატოვე, მეორე ადგილზე დაგავე - ასეთ რამეს ვერ ვიტან. სხვაგან კი, აკეთებენ ასე, მაგრამ რა გინდა, იმათი ჩანს და ჩვენი არა"- ამბობს ფატიმა ოდიკაძე. ის კეთილმოწყობის სამსახურში 8 წელია მუშაობს.

ზამირა დუდაევი კი 68 წლისაა. მეეზოვედ თითქმის 15 წელია მუშაობს. დაიბადა და გაიზარდა ტანას ხეობაში. ეს სოფელი ამჟამად აღარ არსებობს. ახალგაზრდობაში კოლმეურნეობაში იმუშავა ბევრი, ჯილდოებიც აიყო. საბჭოთა კავშირის შემდეგ, გორში ჩავიდა.

,,ვიდრე აქ მოვიდა, მზიდავად ვმუშაობდი, მერე რომ ვეღარ შევძელი, აქ მოვედი სამუშაოდ. 370 ლარი გვაქვს ხელფასი. დიდი ნაწილი ბინის ქირაში მიდის" - გვითხრა ქალბატონმა ზამირამ.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები