ახალი ამბები
ოკუპირებულ ახალგორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს
ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული ახალგორის სასამართლომ დღეს, 15 ნოემბერს მიიღო.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილმა გამყოფი ხაზი განგებ გადაკვეთა. შემთხვევა სოფელ ახმაჯის (ოკუპირებული) სიახლოვეს მოხდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მასთან ერთად კიდევ სამი პირი დააკავეს, რომლებიც ჯარიმის სანაცვლოდ უკვე თავისუფლები არიან.

გათავისუფლებულმა 14 ნოემბერს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში ყოფნისას განაცხადეს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკმაყოფილებელია.

გამოძიებას, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მიხედვით, აწარმოებენ, ხოლო, გამოძიების დასრულებამდე, ცნობილი ქართველი ექიმი ცხინვალის იზოლატორში გაატარებს. ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები