გორში „ემბისი“-ს სერვისცენტრი გაიხსნა [R]
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ უკვე შიდა ქართლშია. კომპანიის ახალი სერვისცენტრი ქ. გორში, ცაბაძის #5-ში გაიხსნა და ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.

სერვისცენტრში შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა ტიპის სესხების აღება, ასევე ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილების, კომუნალური და სხვა სახის გადახდების განხორციელება.

ამ ეტაპზე, „ემბისი“ აგრო, ბიზნეს, StartUp, იპოთეკურ და ავტო სესხებს გასცემს. ამას გარდა, სერვისცენტრში სულ მალე შესაძლებელი იქნება აგრო განვადებით სარგებლობა. კომპანია მოსახლეობას კერძო იპოთეკარებისგან და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან პორტირებასაც სთავაზობს.

გორის სერვისცენტრში, ამჟამად, 15-მდე ადგილობრივი კადრია დასაქმებული.

„ემბისი“-ში განსაკუთრებული პირობებია სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირებისთვის. აგრო სესხის მაქსიმალური მოცულობა 100.000 ლარი გახლავთ, ვადა კი 120 თვემდე. სესხი ასევე ითვალისწინებს კლიენტის საჭიროებებზე მორგებულ გადახდის გრაფიკსა და ხანგრძლივ - 11 თვის საშეღავათო პერიოდს.

„ემბისი“ საქართველოს მასშტაბით 12 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი - აქედან 6 დედაქალაქში, დანარჩენი კი რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, გურჯაანში, ზუგდიდში და ახლა უკვე გორშია განთავსებული.

„ემბისი“-ს მიზანს ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე მოსახლეობის ეკონომიკაში ჩართვა, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზება წარმოადგენს, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები