მილანში დაარსდა მეგობრობის ასოციაცია ,,იტალია - სამხრეთ ოსეთი"
15 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, ევროტურის ფარგლებშია, მილანში ჩავიდა. 

16 ნოემბერს დიმიტრი მედოევმა მიიღო მონაწილელბა ,,მეგობრობის ასოციაციის" საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა იტალიაში ცნობილ საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოციეტა ბენეფიცა ელ სალვადანეე დე ლა მონტაგნეტა,,-ის სასახლეში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იტალიაში მაურო მურდჟიმ აღნიშნა, რომ იტალიაში არის ინტერესი სამხრეთ ოსეთის კულტურასა და ისტორიის მიმართ. 

მაურო მურჯიამ ასევე წარადგინა ასოციაციის შექმნის ინიციატორი მარისელუ მიატელი, რომელიც არჩეულ იქნა აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტად. მიატელამ ილაპარაკა ასოციაციის სამომავლო გეგებზე, რაც გულისხმობს კულტურულ თანამშრომლობას იტალიასა და სამხრეთ ოსეთს შორის. ასევე იგეგმება სამხრეთ ოსეთის მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მილანში და პირიქით. ასოციაციის ამოცანაა კონფერენციების და მრგვალი მაგიდის გარშემო შეხვედრების ორგანიზება, რა დროსაც მოხდება ალანების ისტორიის გაცნობა. ასევე მოხდება ორი ქვეყნის მეწარმეების დაკავშირება, მარიტელა მირასელამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ასოციაციის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება მიმართული იქნება ოსური თემის პოპულარიზაციისაკენ. დამყარდება კავშირი ევროპაში მცხოვრებ ოსებთან.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევი თავის გამოსვლაში მიესალმა ასოციაციის შექმნას და უსურვა წარმატება, რაც იტალიასა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობის გამყარებას გულისხმობს.

შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ახალახანს დანიშნული დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი სიცილიაში კარმელო სკალიზი, რომელსაც დიმიტრი მედოევმა მიანიჭა სრულფასოვანი წარმომადგენლის წოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები