ახალი ამბები
სად გავატაროთ სასიამოვნო საღამო გორში? - ინფოგრაფიკა
უკანასკნელ წლებში შიდა ქართლში არსებულ ტურისტულ ობიექტთა დამთვალიერებლების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა დამთვალიერებელთა უდიდესი წილი რეალურად ვიზიტორებს შეადგენს და არა ტურისტებს.

,,შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების არარსებობის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც ტურისტი ღამისთევისა და კვების მიზნით თბილისში ბრუნდება. ამდენად, რეგიონი ვერ ახერხებს ტურისტული პოტენციალის სრულ რეალიზებას.“ - აღნიშნულია ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ რეკომენდაციებში, რომელიც გორის მერს 2018 წელს გაუგზავნეს.

მათი შეფასებით, მოსახლეობის სხვადასხვა გამოკითხვებისა და სტრატეგიულის დოკუმენტების ძირითადი მოცემულობების თანხმად, რეგიონი განიცდის გართობისა და დასვენების ობიექტების დეფიციტს, რაც შესაძლოა პრიორიტეტულად განისაზღვროს ქ. გორის მომავალი განვითარებისათვის.

qartli.ge გთავაზობთ იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელია ტურისტის ან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრის დაპატიჟება ცენტრალურ ადგილებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები