გორისციხეზე დროშას აღარ ცვლიან
ტენდერი, რომელიც 30 მ სიმაღლეზე, ახალ ეროვნული დროშის აღმართვას ითვალისწინებდა, არ შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია გორის მერიის შესყიდვების სამსახურიდან მოგვაწოდეს.

სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სატენდერო წინადადებების მიღება 25 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთი კომპანიის წარმომადგენელმა გამოთქვა.

შეგახსენებთ, გორის მერიამ გორისციხეზე ახალი დროშის მონტაჟისთვის 13 690 ლარი გამოყო.

ეროვნული დროშა 3 მ სიგანის და 4,5 მ სიგრძის უნდა ყოფილიყო. მისი აღმართვა 30 დეკემბერს იგეგმებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები