გორის ცენტრში მამაკაცი დააკავეს
გორის ცენტრში, ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი დააკავეს.

მის დასაკავებლად საპატრულო პოლიციისა და გორის შს სამმართველოს თანამშრომლების მობილიზება გახდა საჭირო.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

დაკავებულის პოზიცია უცნობია. ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები