ხაშურის მერია საახალწლოდ „თეთრ ანგელოზებს“ ყიდულობს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ქალაქგაფორმებითი სამუშაოებსითვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 29 650 ლარია.

დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც შესყიდვების სააგენტოზეა ატვირთული, ირკვევა რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ძირითადად განათების სისტემებს ყიდულობს, მათ შორის ორ ანგელოზს, რომელიც დიმიტრი თავდადებულის სკვერში არსებულ ფანტანთან დაიდგმება.

გარე განათების მოწყობილობები დამონტაჟდება შემდეგ ქუჩებზე: ხაშურის მთავარი მოედანი, რუსთაველის, ტაბიძის, თამარ მეფის, აღმაშენებლის, იმერეთის, ბორჯომის და ძნელაძის ქუჩებზე.

საახალწლოდ განათდება დაბა სურამი, ასევე , სოფლები ქვიშხეთი და ცხრამუხა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები