ხაშურში ოჯახიდან ყულაბა მოიპარეს
ხაშურში ომიაძის ქუჩაზე ოჯახი გაქურდეს - წაღებულია ყულაბა.

ამის შესახებ ინფორმაცია Qartli.ge-ს ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა მიაწოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ქურდებმა ბინაში გამთენიისას შეაღწიეს, ოჯახის წევრებს გაეღვიძათ და გაიქცნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. შსს-ცნობით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები