ახალი ამბები
,,მანდარინის საყიდლად მოვედით" - დასაქმებული პირები, რომლებიც ალეკო ელისაშვილს გორის ბაზარში დახვდნენ
ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს გორის ბაზარში მანდარინის საყიდლად ერთდროულად წავიდნენ და ,,სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდნენ.

მერაბ მელანაშვილი - საკრებულოს დეპუტატი ნიქოზიდან 

გიორგი ლაზარაშვილი
- მერის წარმომადგენელი ნიქოზში

მიშა გოგინაშვილი - საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მზია ლუკაშვილი - კულტურის ცენტრის თანამშრომელი, ხიდისთავი

ფრიდონ მახოხაშვილი - კულტურის ცენტრის თანამშრომელი კარალეთიდან

ქევსერ სამადალაშვილი - ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ხიდისთავი

კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის კუთვნილი ავტობუსით ისინი სავაჭრო ცენტრ ,,გეორგია 21-ე" საუკუნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვიდნენ და თბილისელ აქტივისტებს დაელოდნენ.

ალეკო ელისაშვილმა, სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად, რეგიონებში ახალი კამპანია ,,ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" დაიწყო. მორიგი ასეთი კამპანია გორში ჩაატარა.

სავაჭრო ცენტრი ,,გეორგია 21-ე" მაჟორიტარ დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ოჯახს ეკუთვნის. 33%-იანი წილი პარლამენტარმა ჯერ მეუღლეს გადაუფორმა, შემდეგ კი, მეუღლემ შვილიშვილს აჩუქა.

ეს კომპანია ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ მაშინ მოექცა, როდესაც 2018 წელს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ გორის საკრებულოს თხოვნით მიმართა - საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასაგრძელებლად.

2010 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, გორის მერიამ კუთვნილი ფართი მიაქარა - 1 კვ.მ - ფართის ღირებულება 2 ლარით განისაზღვრა.

შპს ,,გეორგია 21-ეს" ამ ფორმით სრგებლობაში აქვს 4 335 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი. ეს არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი. ხელშეკრულების ვადა 2040 წელს იწურება.

1 კვ.მ ფართი განსაზღვრულია 2 ლარით, თანაც წლიურად. ამ ნაკვეთით სარგებლობისთვის, მაგალითად, 2017-2018 წლებში ,,გეორგია 21-ეს“ გადახდილი აქვს 8,7 ათასი ლარი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ბაზარი, სადაც ასეულობით ადამიანი ვაჭრობს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ,,გეორგია 21-ეს“ ადმინისტრაციას ქვეიჯარის სახით გაცემული აქვს ასეულობით კვ.მ ფართობი.

ყველაზე მინიმალური ფასად, ბაზრის ხელმძღვანელობას 1 კვ.მ ფართი გაქირავებული აქვს 60 ლარად, მაქიმუმი კი, - 150 ლარია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სპეციალისტები ასკვნიან, რომ მერიას უნდა გადაეხადა საიჯარო ხელშეკრულების პირობებთან, რადგან იმ დროს, როდესაც ბაზარი ერთ კვადრატულ მეტრს 60 ლარად აქირავებს, მერიამ ეს ფართი 2 ლარად არ უნდა გააქირავოს.

სპეციალისტებმა დაითვალეს, რომ ბაზარი მოვაჭრეებისგან წელიწადში მინიმუმ 260 000 ლარს იღებს ქირის სახით. მერია კი, მხოლოდ, 8,7 ათასი ლარი ერგო.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები