კასპში საახალწლოდ ,,სნეგურაჩკებს" იწვევენ
კასპში, 2020 წლის დადგომა განსაკუთრებული იქნება. ამის შესახებ იმ დოკუმეტაციაშია აღნიშნული, რომელიც კასპის მერიამ შეადგინა.

დოკუმენტაციაში წერია, რომ 31 დეკემბერს კასპის ცენტრში მიწვეულ 600 ბავშვს მულტფილმის გმირები გაართობენ, მათ შორის 2 „სნეგურაჩკა“ , თოვლის პაპა და ელფები.

110-ჯერ გაისვრიან ფოიერვერკს, წრეზე იმოძრავებს მატარებელი, იმღერებს ბენდი, წარდგებიან სოლო მომღერლები, ღამის 12 საათიდან დილის 2 საათამდე იქნება დიჯეი, 2 საათით გამოჩდნდება ცხენი და ფაეტონი.

ამ მომსახურებას კასპის მერიას ,,ენერჯი გრუპი" სთავაზობს, რომელმაც ჯერ-ჯერობით, ანალოგიურ საქმეზე გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი მერიისთვის არ წარუდგენია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები