ლეთეთში გარეგანათების ნათურებს დააყენებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთში გარეგანათების ნათურებს დააყენებენ. ამის შესახებ ტენდერი ქარელის მერიამ მეორედ გამოაცხადა.

სოფელი, რომელიც ქარელიდან სულ რაღაც 2 კმ-ითაა დაშორებული, საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს.

ამ სოფლიდან რეპორტაჟი ჯერ კიდევ 2018 წელს მოვამზადეთ. სოფელში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, მოუწესრიგებელი იყო შიდა გზები.

მერიის ცნობით, ლეთეთში სულ 90-მდე ეკონათურა დამონტაჟდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები