ზარდიანთკარში გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკარიდან გენადი ბესტაევი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ბესტაევს თან 9 გრამი მარიხუანა ახლდა. ამის გამო, ცხინვალის მილიციამ მის მიმართ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაიწყო გამოძიება.

,,საზღვრის გადაკვეთისა" და ,,ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის" ფაქტზე გენადი ბესტაევს 2-თვიანი პატიმრობა დღეს შეუფარდეს. ის 21 ნოემბერსაა დაკავებული.

გენადი ბესტაევის სახლი ზარდიანთკარში იმ ადგილას დგას, სადაც გამყოფი ხაზია და ღობეა გავლებული.

იხ. მეტი გენადი ბესტაევის შესახებ 

ცხინვალში ცოლ-შვილის სანახავად გადასული გენადი ბესტაევი მესამედ დააკავეს (VIDEO)
Print

სტატიის გამოყენების პირობები