ნოემბერში გამყოფ ხაზთან დაკავებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
2019 წლის 1 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, გამყოფ ხაზთან 47 პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

ოსური მედიის ცნობით, 27 ადამიანი - საზღვრის გადაკვეთის, 20 კი, - სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. მათგან ფულადი ჯარიმა 23 პირს დააკისრეს.

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ რაოდენობრივი განსხვავება ,,სასზღვრო რეჟიმის დამრღვევსა" და ,,საზღვრის გადამკვეთებს" შორის, შეიცვალა. წინა თვეების სტატისტიკის მიხედვით, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობა უფრო მეტი იყო. ამჯერად, გამყოფი ხაზის გადამკვეთთა რაოდენობა მეტია.

ნოემბერში დე-ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტმა 110,5 ათასი რუსული რუბლით ისარგებლა.

ცხინვალის მედია დაკავებულთა რაოდენობის ზრდას წნელისი-ჩორჩანას ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს მშენებლობას უკავშირებს.

30 აგვისტოს შემდეგ. ე.წ. საზღვართან კონტროლი გამკაცრდა. დაკავებულებს შორისნაწილმა გამყოფი ხაზი გადაკვეთა, ნაწილმა კი, დე-ფაქტო რესპუბლიკის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი დარღვია.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები