6 დეკემბერს გორში მსახიობ ლეო ოზგებაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
2019 წლის 6 დეკემბერს გორის თეატრში მსახიობ ლეო ოზგებაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ qartli.ge-ს თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მსახიობს უკვე 80 წელი შეუსრულდა. ხოლო სცენაზე 60 წელია თამაშობს. დაიბადა, როგორც თავად ამბობს, ,,საპოჟნიკის" ოჯახში.

მისი 80-წლის იუბილე 2019 წლის ზაფხულში ,,კაცია ადამიანის" პრემიერაზე აღნიშნეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები