გორში გიგა მაქარაშვილის გათავისუფლებას ელოდებიან
სამოქალაქო მოძრაობა ,,შეცვალეს" წევრები გორში შეიკრიბნენ და თანამებრძოლის, გიგა მაქარაშვილის გათავისუფლებას ელოდებიან.

გიგა მაქარაშვილს 15 დღის წინ ადმინისტრაციულ პატიმრობა შეუფარდეს. ის 18 ნოემბერს, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, დააკავეს.


18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებული იყო 37 პირი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები