გორის იზოლატორიდან გიგა მაქარაშვილი გაათავისუფლეს
გორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გიგა მაქარაშვილი გაათავისუფლეს. სამოქალაქო მოძრაობა ,,შეცვალეს" წევრები გორში შეიკრიბნენ და თანამებრძოლს დახვდნენ.

გიგა მაქარაშვილს 15 დღის წინ ადმინისტრაციულ პატიმრობა შეუფარდეს. ის 18 ნოემბერს, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, დააკავეს.

18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებული იყო 37 პირი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები