,,რა თქვენი საქმეა, სად შენდება" - გორში ავტობუსების სადგომისთვის 1 მლნ ლარამდე თანხა იხარჯება
კომპანია ,,თელა" გორში ავტობუსების სადგომს 951 000 ლარად მოაწყობს. ამის შესახებ შეთავაზება მისმა დირექტორმა 27 ნოემბერს გააკეთა.

ტენდერი, რომელიც 1 მლნ 120 000 ლარს ითვალისწინებდა, ,,თელას" გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას თითქმის 200 000 ლარით ნაკლები ღირებულების წინადადებით მიმართა:

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ არის ატვირთული ანალოგიურ სამუშაოებზე გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რასაც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გორის მერია ითხოვდა.

,,რა გაინტერესებთ? რა გინდათ?" - ასე დაიწყო საუბარი კომპანიის დირექტორმა, რომელმაც შეიტყო, რომ მას ჟურნალისტი უკავშირდებოდა: ,,რა თქვენი საქმეა სად შენდება? დამანებეთ თავი, არ მცალია" - განაგრძო აგრესია კომპანიის დირექტორმა.

პროექტის მიხედვით, ავტობუსების სადგომს დამხმარე ნაგებობებიც ექნება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები