ხაშურში ახალი ღობეების მონტაჟი 2 იანვარს დასრულდება
ხაშურის შესასვლელში ღობეების მოწყობის სამუშაოების დასრულების ვადებმა გადაიწია. ხელშეკრულებაში შესული ცვლილების მიხედვით, სამუშაობის დასრულების თარიღი 2020 წლის 2 იანვარია.

ხელშეკრულებაში ცვლილება 23 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ღირებულება 873 757 ლარია.

მიმწოდებელი წერს, რომ სამუშაოების დასრულება ამინდის გამო ვერ მოხერხდა. „ქართლი" -ს დირექტორმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა წარადგინა.

ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ქალაქის შესასვლელი ქუჩის ღობეების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის აპრილში გამოაცხადა, 24 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა შპს“ქართლთან“, რომელმაც ვალდებულება იკისრა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 182 კალენდარულ დღის ვადაში დაესრულებინა, ანუ ოქტომბრის ბოლოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები