,,თბილი თათები" - სურამის მეორე სკოლის მოსწავლეებმა ახალი კამპანია დაიწყეს
სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის პატარა სახლების მშენებლობა გადაწყვიტეს. ამისათვის, მათ სოციალურ ქსელში ახალი კამპანია ,,თბილი თათები" წამოიწყეს.

კამპანიის ფარგლებში, მოსწაველეები მოსახლეობისგან მიიღებენ ყველა იმ საჭირო ნივთს (ლურსმანი, ფიცარი და ა.შ.), რაც მცირე ზომის სახლების ასაშენებლადაა საჭირო.

,,მოდის ცივი ზამთარი. ჩვენ ოთხფეხა მეგობრებს სიცივეში ყოფნა ემუქრებათ, რადგან მათ არ გააჩნიათ თბილი სახლი. ჩვენი მიზანია სურამში ქუჩის ძაღლებს ავუშენოთ პატარა სახლები, რომ თბილად გაატარონ ცივი დღეები. ჩვენი დიდი თხოვნაა რითიც შეძლებთ დაეხმაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ! არ აქვს მნიშვნელობა, რითი დაეხმარებით მათ, თუ გექნებათ ძველი ფიცრები, რაიმე მასალა..." - აღნიშნავენ ისინი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები