ახალგორელი პაციენტებისთვის და პენსიონერებისთვის გამშვები პუნქტი გაიხსნა
ახალგორელი პაციენტებისთვის და პენსიონერებისთვის გამშვები პუნქტი გაიხსნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

დადგენილების მიხედვით, სოფელ რაზდახანთან არსებული გამშვები პუნქტის გადაკვეთის უფლება მიეცა იმ პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობა თბილისის ან
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში სურთ.

ის, პენსიონერები კი, რომლებიც დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან იღებენ, პენსიის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

იხ. ამავე თემაზე:

,,ნელ-ნელა ვიხოცებით" - წერილი ახალგორიდან
Print