დავით ზალკანიანი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საფრანგეთის წვლილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის დროს მედიაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

“მინისტრმა ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს მიაწოდა ინფორმაცია საქარველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილზე ადამიანის უფლებების ხელყოფის უხეშ ფაქტებზე. აღინიშნა არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების და ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს რასაც საქართველომ მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

საფრანგეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის განვითარებაზე ეკონომიკის, განათლების, უსაფრათხოების მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს და ქართველი სამხედროების განსაკუთრებული წვლილი ევროკავშირის და ნატო-ს სამშვიდობო მისიებში.

,,მინისტრმა ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სამხედროების დაღუპვის გამო მალიში”- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები