გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ავლევში გათბობის სისტემა წლის ბოლომდე
დამონტაჟდება. ამის შესახებ qartli.ge-ს სკოლის დირექტორმა ოლია
ღვინიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაოების დასრულებას მაქსიმუმ ერთი კვირა
დაჭირდება:
,,ხარჯთაღრიცხვა შედგენილი გვაქვს. ერთ-ერთმა კომპანიამ თანხმობა უკვე
განაცხადა და უახლოეს ხანებში დაიწყებს მუშაობას" - აცხადებს
დირექტორი.
სკოლამ, საკუთარი რესურსებიდან 16700 ლარი გამოყო. დირექტორი
აცხადებს, რომ ახალი სისტემის დამონტაჟებამდე სკოლა შეშით
გათბება:
,,შეშის მარაგი ჯერჯერობით გვაქვს. დეკემბერს და იანვრის
შუარიცხვებამდე შეგვიძლია შეშის ღუმელი გამოვიყენოთ" - განმარტავს
დირექტორი.
სკოლამ ტენდერი 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა სამუშაოების
წარმოება არც ერთმა კომპანიამ ისურვა.
სტატიის გამოყენების პირობები