ახალი ამბები
ასეთი იქნება გალაკტიონის ხეივანი გორში
გორისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გალაკტიონის ხეივანი ეწყობა. სამუშაოებს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები აწარმოებენ.

იდეა მის ხელმძღვანელს, ბაჩანა გვიანიშვილს ეკუთვნის:

,,ეს იდეა მე მეკუთვნის, ფაქტობრივად, ჩემი წარმოდგენით კეთდება. რა თქმა უნდა, პროექტი შეთანხმებულია ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, რათა არ მომხდარიყო ძეგლის იერსახის დამახინჯება. ყვავილები ძირითადად ბუნებრივია და გაზაფხულზე იქნება აყვავებული." - აცხადებს ბაჩანა გვიანიშვილი.

ხეივანი იმ ბილიკს დაამშვენებს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, გორისციხის სარეაბილიტაციო გეგმის ფარგლებში, ციხეს გარშემო უვლის.

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს. გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. — გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1933 წელი), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წელი). დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში

Print

სტატიის გამოყენების პირობები