აუქციონზე ჩოჩორი იყიდება - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
სსიპ ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო" აუქციონზე ჩოჩორს ყიდის. საწყისი ფასი 70 ლარია.

მსურველებმა საკუთარი ფასი 2019 წლის 12 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩოჩორი სავარაუდოდ დაკარგული იყო.

ორგანიზაციის მიზანია ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენება.

ხოლო ამ მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა და ამასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა-მართვაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები