თიბისი ბანკმა ბიზნესებს ახალი ბარათი წარუდგინა. VISA Business
Platinum არის ახალი ბარათი, რომელიც კლიენტს გაუმარტივებს გადახდის
პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აღრიცხვიანობას საქმიანი
მივლინებებისა თუ ბიზნეს გარიგებების დროს.
ბარათის მფლობელი
VISA
Platinum კლუბის ყველა პრივილეგიას მიიღებს. ბარათი
განკუთვნილია რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის და ის
გაიცემა მხოლოდ ორგანიზაციის თანამშრომლებზე.
Visa Business Platinum-ბარათის მფლობელები ისარგებლებენ შემდეგი
პრივილეგიებით:
• Cash-Back-ით/ფასდაკლებით ბიზნეს პლატინის ადგილობრივ პარტნიორ
ობიექტებში;
• VISA-ს საიტზე არსებული ფასდაკლებებით, რომელიც განკუთვნილია
პლატინა ტიპის ბარათის მფლობელებისთვის;
• აეროპორტების ლაუნჯებით სარგებლობა - წელიწადში 2 ვიზიტი
უფასოდ;
• სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც გადაეცემათ საჩუქრად ბარათის მფლობელ
ფიზიკურ პირებს;
• განსაკუთრებული მომსახურება - Visa Business Platinum ბარათის
ნებისმიერ მფლობელს, რომელიც არ სარგებლობს ბიზნეს ბანკირის
მომსახურებით, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს.
• ოვერდრაფტის დაშვება - VISA Business Platinum ბარათებზე
შესაძლებელია დაიშვას ოვერდრაფტი. ოვერდრაფტის ლიმიტს და ვადას
კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე განსაზღვრავს SME დაკრედიტების
განყოფილება.
VISA Business Platinum აღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თიბისი
ბანკის ფილიალებში, ან ვებგვერდის და ინტერნეტ ბანკის საშუალებით.
სტატიის გამოყენების პირობები