მოპარული ტექნიკის ანალოგის შესაძენად ,,ვარდისუბანში“ საქველმოქმედო საღამო გაიმართება
მოპარული ტექნიკის ანალოგის შესაძენად ,,ვარდისუბანში“ საქველმოქმედო საღამო გაიმათრთება.

კონცერტის მიმდინარეობისას დაიდგმება საქველმოქმედო ყულაბა, შეკრებილი თანხით შეიძენენ არტ.სარდაფი ,,ვარდისუბნიდან“ მოპარული აპარატურის ანალოგს.

2019 წლის 26 იანვარს ვარდისუბანი გაქურდეს და წაიღეს ხმის გამაძლიერებელი აპარატურა. ამჯამად სარდაფი სარგებლობს ნათხოვარი ტექნიკით.

,,ვარდისუბნის“ მეპატრონის ნუგზარ მაჭავარიანის თქმით, პოლიციას დღემდე ქურდობის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.

,,დღემდე გამოძიებას არავინ დაუკავებია, საქმეს გამომძიებელია გიორგი მათიაშვილი იძიებდა. კარგი ადამიანია, მაგრამ გამოუცდელი გამომძიებელია. თითქოს ყველაფერი ნათელია და ქურდობაზე ბრალს მაინც ვერავის უყენებს, თუნდაც მათ ვინც ყველას თვალწინ დაამტვრია ტიხარი.“- აღნიშნა Qartli.ge-სთან საუბრისას ნუგზარ მაჭავარიანმა.

საქველმოქმედო საღამოზე განახლებული პროგრამით მსმენელის წინშე წარსდგებიან დათო ლოლუა (გიტარა) და თამარ ენდელაძე (ფორტეპიანო).

ღონისძიება ჩატარდება 8 დეკემბერს, 05:00 სთ-ზე.
საღამოზე დასწრება უფასოა.

იხ.ამავე თემაზე: გორში არტ სარდაფი ,,ვარდისუბანი" გაქურდეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები