დირბში 22 წლის მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული მოყვარეა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს დაახლოებით 14:30 სთ-ზე მოხდა. 

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვრილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. პოლიციამ ამავე ასაკის ბრალდებული უკვე დააკავა. ის გარდაცვლილის მოყვარე იყო. 

სოფლის წარმომადგენლის, მიხეილ ხათაშვილის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი უცნობია, დეტალებს პოლიცია გაარკვევს - აცხადებს სოფლის დეპუტატი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები