დირბში მოკლულ მამაკაცს გორის პროზექტურიდან სამტრედიაში გადაასვენებენ
დირბში მოკლული ახალგაზრდა სამტრედიაში გადაასვენეს. ვალერი ჭიქაშუა დირბში, მეუღლის მშობლიურ სახლში, მეგობართან ერთად, იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, მას ნაჯახით, სასიკვდილო ჭრილობა მისსავე მოყვარემ, ცოლისძმამ მიაყენა. 22 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლების ინფორმაციით, ბიჭები ბაჩანა ცენგირაშვილის სარდაფში ქეიფობდნენ. გარდაცვლილი ვალერი ჭიქაშუა ბაჩანა ცენგირაშვილის სიძე იყო. გარდაცვლილს ორ მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. პოლიცია ბრალდებულს ეძებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები