ახალი ამბები
გორში მსახიობ ლეო ოზგებაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა
გორის თეატრის წინ სახალხო არტისტის ლევან ოზგებაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

გორის თეატრის მსახიობს მიმდინარე წელს დაბადებიდან 80 წელი, ხოლო სასცენო მოღვაწობის დაწყებიდან 60 წელი შეუსრულდა.

მის სპექტაკლებზე თაობები გაიზარდა. მისმა შექმნილმა პერსონაჟებმა ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

საღამო სპექტაკლით გაიხსნა, რომელშიც ლევან ოზგებაშვილი მთავარ როლს თამაშობდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მსახიობმა ჩვეული იუმორით მაყურებელს საკუთარი ბიოგრაფიაც მოუყვა.

დღის მთავარ გმირს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას თეატრის სხვა მსახიობები და თანამშრომლებიც დაჯილდოვდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები