გორის მერიის ,,ტყვე" მაჩვზღარბა დაიღუპა
გორის მინი ზოოპარკში მაჩვზღარბა დაიღუპა. კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, მაჩვზღარბა სიბერის გამო მოკვდა.

ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 38-71 სმ, მასა 27 კგ აღწევს. ზურგი, გვერდები და კუდი დაფარული აქვთ გრძელი და მსხვილი რქოვანი ეკლებით, დანარჩენი ნაწილები — ჯაგრით. გავრცელებული არიან აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, წინა, შუა და სამხრეთ აზიაში. ბინადრობენ უდაბნოებში, სავანებში ტყეებში. ხმელეთის ან ნახევრად მეხეური ცხოველებია.

იკვებებიან მცენარეული საკვებით. არეალის ჩრდილოეთ ნაწილში წელიწადში ერთხელ მრავლდებიან, სამხრეთში — 2-ჯერ. ამიერკავკასიაში გავრცელებულია ინდური მაჩვზღარბა (Hystrix indica), რომელიც საქართველოშიც გვხვდება

ცხოველთა დამცველების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გორის მერიამ ყოველგვარ სტანდარტებს მიღმა აშენებული ე.წ. ზოოპარკი არ გააუქმა.

qartli.ge არაერთხელ წერდა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირდაპირი შესყიდვის წესით, სხვადასხვა კომპანიებისგან ჩამოწერილი (მოძველებული ქათამი, თევზი) საღდება.



იხ. ამავე თემაზე:

გორში ტყვე დათვისთვის ნარჩენი თევზისა და პურის შესყიდვა ტენდერის გარეშე ხორციელდება

გორის დათვს უკვე 10,4 ტონა ვაშლი ,,აჭამეს"

ვინ ფიგურირებს გორის დათვისთვის შესყიდულ ტონობით ვაშლის საქმეში

გორის დათვს ცხვარიჭამიაში ეპატიჟებიან - ხელისუფლებამ ტრანსპორტირების თანხა ვერ გამოძებნა

გორის დათვი გისოსებს და კედლებს ლოკავს - სააგენტოში კი ტყავის სავარძლები იყიდეს

ბავშვებმა დათვს პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს - გორის ზოოპარკის დახურვას ითხოვენ

დათვმა მოქალაქე დაასახიჩრა - გორის ზოოპარკის გაუქმებას ითხოვე

გორელი ბელები (PHOTO/VIDEO)
Print

სტატიის გამოყენების პირობები