გორის ციხის ასასვლელში სავაჭრო ცენტრი და საპირფარეშო შენდება
გორის ციხის ასასვლელ ბილიკთან სავაჭრო ცენტრი, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და საპირფარეშო მოეწყობა. ამის თაობაზე ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია ,,სამშენებლო ტრესტი #3"-თან უკვე მოეწერა.

კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე შეუდგა. სამუშაოები 2020 წლის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

პროექტი ევროკავშირის გრანტის ფარგლებში ხორციელდება. მისი სახელწოდებაა „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში და მდგრადი განვითარება“

პროექტი დამუშავებული ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით და წარმოადგენს საბაზრო, სავაჭრო გადახურულ მაგრამ ამავდროულად შეუმინავ სივრცეს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ეროვნული სუვენირების, ტკბილეულის თუ სხვა ნაწარმის რეალიზაციისთვის.

,,შენობის კონცეფციის და არქიტექტურულ ვიზუალური გადაწყვეტის მიღებისას, გათვალისწინებული იყო ადგილმდებარეობის მნიშვნელობა და არსებული ლანდშაფტის მდგომარეობა. შენობა მისი უკანა კედლით მთლიანად შესმულია ფერდში, რის შემდეგაც ხდება აღნიშნული ფერდის შენობის შენობის სახურავზე გადმოყვანა და მთლიანად შენობის მწვანე საფარით გადახურვა. ამრიგად შენობა აღიქმება გორის ციხიდან როგორც ფერდობის ნაწილი და არა როგორც ცალკეული ამოვარდნილი ობიექტი. შენობის ფასადი აღიქმება ბესარიონ ჯუღაშვილის ქუჩიდან ამოსვლისას და აგრეთვე ერეკლე ტატიშვილის ქუჩიდან." - აღნიშნული პროექტში.







Print

სტატიის გამოყენების პირობები