ცხინვალი-დმენისის გზაზე ავტოავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ცხინვალი-დმენისის გზაზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, მანქანა ცხინვალის მიმართულებით მოძრაობდა. პატარა ლიახვის ხეობის გზაზე მომხარმა ავტოავარიამ დიდი ტრაგედია გამოიწვია.

,,წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა მანქანის მართვის კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ამოტრიალდა. დაიღუპა მძღოლი და მისი ორი მგზავრი" - აცხადებენ მილიციის თანამშრომლები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები