საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა პრესკონფერენცია გამართა
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა ხელისუფლებას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და აცხადებსი რომ ოკუპანტები გაფრინდაშვილს არ გაათავისუფლებენ ოჯახი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

„როგორც ვიცით, იწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, მონაწილე მხარეებს მოვუწოდებ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ბერკეტი ვაჟას დაუყოვნებლივ, უპირობო გასათავისუფლებლად. ასევე, მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი. ამას ვითხოვთ უკვე თითქმის ერთი თვეა. საქართველოს მთავრობიდან ვითხოვთ მეტად ქმედით ნაბიჯებს და მოვითხოვთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინატთაშორისო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდანვე ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებში და გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა ერთი თვის თავზე ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნული. თუ აღნიშნულმა მოთხოვნებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს. იმედს ვიტოვებ რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟას გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და დაუბრუნდება ოჯახს“- თამილა ლაფანაშვილი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავეს. დაკავებიდან 1 თვე გავიდა. 2019 წლის 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შეუფარდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები