,,თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს" - მოსწავლეების პროტესტი (PHOTO)
გ. კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ოკუპანტების მიერ უსამართლოდ დაკავებულ ვაჟა ექიმს.

,,მოსწავლეებმა გააპროტესტეს მცოცავი ოკუპაცია და ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნეს ლექსები, ჩანახატები, ესეები და ილუსტრაციები. მოსწავლეებმა საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ მოამზადეს პრეზენტაციები და ოკუპაციის თემატიკაზე შექმნეს ხელნაკეთი გულსაბნევები და სამაჯურები." - აღნიშნავს პედაგოგი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავეს. დაკავებიდან ერთი თვე გავიდა. 2019 წლის 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შეუფარდეს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები