ნოემბერში გამყოფ ხაზთან დაკავებულთა ჯარიმებით ცხინვალის ბიუჯეტს 118 000 რუბლი შეემატა შეემატა
გამყოფი ხაზის მიმდებარედ, 2019 წლის ნოემბერში, 48 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

წინა თვესთან შედადებით, დაკავებულთა რიცხვი მეტია. ოქტომბერში 39 ადამიანი იყო დაკავებული.

ცხინვალის ,,კგბ"-ს ცნობით, ნოემბერში დაკავებულთაგან, 27-მა ე.წ. საზღვარი დაარღვია, ხოლო 21-მა ე.წ. სასაზღვრო ზონა.

ამათგან, 37 ადამიანი დააჯარიმეს, დანარჩენს ადმინისტრაციული პატიმრობა, 3 პირის მიმართ კი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ.

დე-ფაქრო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბიუჯეტს, ნოემბერში, ჯარიმებიდან 118 000 რუბლი (5450 ლარი) შეემატა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები