გორის მერია საახალწლო კონკურსს იწყებს
გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საუკეთესოდ მორთული ფასადებისა და ეზოების (გარე ნაწილის) გამოსავლენად გორის მერია საახალწლო კონკურსს იწყებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 25 დეკემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზე - „გორის მუნიციპალიტეტის მერია“ საკონტაქტო ველში (მესენჯერში) საახალწლოდ მორთული ფასადებისა და ეზოების ფოტოები უნდა გააგზავნონ საკონტაქტო ინფორმაციასთან (მისამართი და ტელეფონის ნომერი) ერთად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნაა - მორთული სახლიც, ეზო და ფასადიც ჩანდეს ქუჩის მხრიდან.

მერიაში შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრები ყველა კონკურსანტის დეკორაციას ადგილზე მოინახულებენ და შეაფასებენ.

პირველი ადგილის მფლობელს 500, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსის მონაწილეს საჩუქრად 300 და 200 ლარი გადაეცემა.

კონკურსში „ყველაზე საახალწლო“ მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს და ორგანიზაციას შეუძლია.

გამარჯვებული კონკურსანტები 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტის მიმდინარეობისას გამოვლინდებიან.

პროექტი გორის მერიის ინიციატივითა და სპონსორი კერძო კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები