ხაშურის შესასვლელში ტრაილერი და 2 მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა
ხაშურის შესასვლელში ტრაილერი 2 მანქანას დაეჯახა. შემთხვევა შუადღეს მოხდა. 

ავტოავარიის დროს დაზიანდა სხვა 2 მსუბუქი ავტომანქანა. მსუბუქად დაშავდა 2 ადამიანი.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ
Print

სტატიის გამოყენების პირობები